კენკროვანი კულტურების მოსავლის აღების სისტემა Farmpro

მარტივი და ეფექტური სისტემა კენკროვანი კულტურების მოსავლის აღების ავტომატიზაციისთვის, დაფუძვნებული QR კოდებზე.

კენკროვანი კულტურების მოსავლის აღების სისტემა Farmpro
კლიენტი
Memoberry
ინდუსტრია
სოფლის მეურნეობა
მდებარეობა
ზუგდიდი, საქართველო
საიტზე გადასვლა

რამდენიმე წლის წინ ქართულმა მსხვილმა აგროკომპანიამ Memoberry უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ არ არსებობდა კარგი ინსტრუმენტი რომელიც კენკროვანი კულტურების (ამ შემთხევაში მოცვის) მოსავლის აღებაში დაეხმარებოდა. ბაზარზე არსებული ერთადერთი გადაწყვეტა, რომელიც შესაბამისი სფეროს კურატორი არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვეთით იყო შესრულებული მოუხერხებელი აღმოჩნდა და მეტი მინუსი ჰქონდა ვიდრე პლუსი. უცხოური გადაწყვეტები ზედმეტად რთული იყო და მაინც ვერ წყვეტდა არსებულ პრობლემებს. მართალია შეიძლებოდა მისი ადაპტირება ისე რომ ეს პრობლემები გადაეჭრა, ახლის შექმნა ვამჯობინეთ.

მოკლე დროში ჩვენ შევქმენით ეფექტური და მარტივი სისტემა, რომელმაც არა მარტო მოსავლის აღების ავტომატიზაცია, არამედ სახელფასო ბუღალტერია და მცირე მეურნეობების მიერ გაკეთებული შესყიდვების მონიტორინგიც მოაგვარა. ამას გარდა, უნიკალური კოდების წყალობით ჩვენს სისტემას შეუძლია აწარმოოს მოცვის თითოეული შეკვრის მონიტორინგი: სად მოიკრიფა, როდის, რა ჯიშისაა, რომელ სექტორს ეკუთვნის, ვინ იყო ჩამბარებელი და შემგროვებელი.

სისტემა დაფუძვნებულია QR კოდებზე.

საშუალება გვაქვს დავბეჭდოთ QR კოდებიანი ეტიკეტები თერმოპრინტერით (შეირჩა თერმოპრინტერი Brother). თითოეული კოდი უნიკალურია, ამიტომაცაა შესაძლებელი თითოეული პროდუქტისთვის თვალყურის მიდევნება, ერთმანეთისგან განსხვავება და რაც მთავარია პრევენცია, რომ ერთი და იგივე პაკეტი არ გატარდეს რამდენჯერმე (შემთხვევით თუ განზრახ).
 
პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს:

სამუშაოდ გასვლამდე, თითოეული შემგროვებელი იღებს რულონს ან პაკეტს QR კოდიანი ეტიკეტებით. კოდები ჩამბარებლის მაგიდაზე ეკვრება თითოეულ შესაგროვებელ კონტეინერს. ჩამბარებელი, რომელიც უკვე დარეგისტრირებული და ავტორიზირებულია სისტემაში, წონის წონის კენკრის პაკეტს და ასკანირებს კოდს. აპლიკაცია სთხოვს ფორმის შევსებას, სადაც ინფორმაცია შემგროვებლის შესახებ უკვე ადგილზეა (QR კოდები პერსონალიზირებულია). შემგროვებელს ისღა დარჩენია გასაკეთებლად, რომ მიუთითოს პროდუქციის წონა ბრუტო და ამოირჩიოს კონტეინერი - ასე გამოითვლება პროდუქტის სუფთა (ნეტტო) წონა.

აგროსექტორში ხშირია შემთხვევა, როცა მცირე მეურნეობებს თავად არ აქვთ გაყიდვების ორგანიზების შესაძლებლობა. აქაც, გამოიყენება იგივე QR კოდების სქემა.

პროდუქციის მიღების ოპერაციები ინახება მონაცემთა ბაზაში და ასევე, გამოითვლება და ერიცხებათ ხელფასი შემგროვებელს და ჩამბარებელს პროდუქტის სუფთა წონის მიხედვით. სისტემა ასევე საშუალებას გვაძლებს აღრიცხოს სხვადასხვა ტიპის კონტეინერები, პლანტაციის სექტორები, კენკრის ჯიშები და ა.შ.
უნიკალური QR კოდების გამოყენება გამორიცხავს ბაზაში დუბლიკატი ჩანაწერების არსებობას.

თითოეულ სასაწყობე პროდუქტს აქვს უნიკალური იდენტიფიკატორი QR კოდის სახით, რომლის დასკანირებით შეგიძლიათ მიიღოთ გაიგოთ მისი: წონა, ტარა (შესაგროვებელი კონტეინერი), ჯიში, სექტორი, ჩამბარებლის და შემგროვებლის მონაცემები, მოსავლის აღების თარიღი და დრო.

შეიძლება ითქვას, ჩვენი სისტემის უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ მოსავლის ჩაბარებას შეძლებს ნებისმიერი ადამიანი, ყოველგვარი კვალიფიკაციის გაერშე, და მეტიც, სმარტფონის გამოყენების მინიმალური ცოდნით. ჩამბარებლები საკუთარ სმარტფონებზე მუშაობენ. ამ პოზიციაზე ნებისმიერი შეიძლება დაინიშნოს. საკმარისია ჩამბარებლად რეგისტრაცია/ავტორიზაცია საიტზე (ცხადია, ადმინისტრატორის დასტურით) და თქვენ უკვე გყავთ ჩამბარებელი.

კიდევ ერთი უპირატესობა მოქნილობაა. სამუშაოდ არაა საჭირო რთული აპარატურა ან დენი. ჩაბარების წერტილის გადატანა პლანტაციის ერთი ადგილიდან მეორეში ძალიან მარტივად ხდება.

ნებისმიერ მომენტში, აღრიცხვის სისტემაში ხელმისაწვდომია შემდეგი:

  • მოსავლის სრული აღრიცხვა ყველა შესაძლო ფილტრით და სორტით
  • გამომუშავებული ხელფასები
  • ხელფასების უწყისები
  • ხელფასების გაცემის აღრიცხვ და ფინანსური ანგარიშის შედგენა

პროექტი ეტაპობრივად ვითარდება, ყოველ წელს ვამატებთ ახალ ფუნქციებს და ვაუმჯობესებთ ძველს. ჩვენი სამომავლო გეგმები ასეთია:

  • ახლა სისტემა მუშაობს ვებ აპლიკაციის სახით. შემდეგ ეტაპზე ეს იქნება მობილური აპლიკაცია IOS და Android სისტემებისთვის.
  • ამ მომენტში სასწორები არაა ინტეგრირებული სისტემაში და არც ყოფილა ამის აუცილებლობა. სისტემის მიმდინარე ვერსიაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, ყველაზე იაფიანი სასწორები. ჭკვიანი სასწორების ინტეგრაცია ხარჯებს გაზრდის, როგორც წესი მათ დენი სჭირდებათ ანდაც ძლიერი აკუმულატორი და ამას გარდა, რამდენიმე სათადარიგოც უნდა გქონდეთ. ხშირ შემთხვევაში, მათი ყიდვა ადგილობრივ მაღაზიებში არც გამოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, გაისად (2025 წელს), ვგეგმავთ სისტემაში სასწორების ინტეგრაციასაც და ჩამბარებელს წონის შეყვანაც აღარ დასჭირდება ხელით.
  • ვგეგმავთ ადმინისტრატორის გათავისუფლებას QR კოდების მომზადების საქმისგან. დაგეგმილია თაჩსქრინ აპარატების გამოყენება, რათა მოსავლის აღებამდე შემგროვებლებს თავად შეეძლოთ შემგროვებლად დარეგისტრირება და კოდის ამობეჭდვა/მიღება.
  • სისტემის მიმდინარე ვერსიას შეუძლია მონაცემების ექსპორტი Excell და CSV ფორმატებში. დამატებით, ვგეგმავთ შევქმნათ API, რომელიც მონაცემების დისტანციურად მიღებასაც შეგვაძლებინებს და მის უკეთ დაფორმატებასაც.

2025 წლის ზაფხულისთვის ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქტის კომერციული, მრავალმომხმარებლიანი ვერსია და დავიწყოთ გაყიდვები სააბონენტო/გამოწერის პრინციპით. ვიწვევთ ინვესტორებს და დაინტერესებულ პირებს მიიღონ მონაწილეობა პროექტში. მზად ვართ განვიხილოთ პროექტში წილობრივი მონაწილეობა და ექსკლუზიური უფლებების გაცემა ცალკეულ ქვეყანებში/რეგიონებში პროდუქტის გატანისთვის.

მოსავლის აღრიცხვის პრობლემა აღარ არსებობს

Farmpro-ს წყალობით დავივიწყეთ ბუღალტერიის და აღრიცხვის პრობლემები - არანაირი დოკუმენტები და ექსელი. პროგრამა ყველაფერს თავისით აკეთებს: ითვლის მოსავალს, ხელფასებს, გვაწვდის ანგარიშებს და საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ მოსავლის აღების პროცესი. განსაკუთრებით კმაყოფილები ვართ რომ ტრენინგი არც კი სჭირდებათ თანამშრომლებს - პროგრამის ერთხელ ჩვენება საკმარისია რომ ჩამბარებელმა მუშაობა დაიწყოს. არც სპეციალური მოწყობილობებია საჭირო, ყველა თავისი სმარტფონით მუშაობს. მხარდაჭერაც მშვენიერია - ყველა სეზონზე რაღაც ახალი და გამოსადეგი ემატება პროგრამას.


Memoberry

დათო ნოდია , Manager