დღესდღეობით ხელმისაწვდომი პროგრამული ხელსაწყოების გამოყენების ეფექტურობა არის ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეფექტურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფილია არა მხოლოდ ტექნიკური ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების ნაკრებით, არამედ მათი სწორი კონფიგურაციითა და უწყვეტი ფუნქციონირებით. მაგალითად, ცუდად ინდექსირებული ვებსაიტი გაიძულებთ დახარჯოთ მეტი თანხა რეკლამაზე, ხოლო სათანადო CRM-ის არქონამ შეიძლება დაგაკარგინოთ დიდი შრომით მოპოვებული მომხმარებლები. აღარაფერს ვამბობთ აშკარა ტექნიკურ პრობლემებზე, რომლებიც ხელს უშლის მომხმარებლებს ვებ ან მობილური აპლიკაციების გამოყენებაში. ხშირად, ვებგვერდის ან აპლიკაციის მართვის ხელსაწყოები არ ვარგიან, რაც იწვევს დროისა და ადამიანური რესურსების ზედმეტ ფლანგვას.
ჩვენ ვიკისრებთ თქვენი ბიზნესის/პროექტის ტექნიკურ (პროგრამულ) ნაწილს და ვუზრუნველვყოფთ მის გამართულ ფუნქციონირებას. შეთანხმების შესაბამისად, შემოგთავაზებთ ღონისძიებებს აპლიკაციების და მათი მართვის ხელსაწყოების ეფექტურობის გასაზრდელად. როგორც კომპანიის ზოგადი განვითარების სტრატეგიის მონაწილეებმა, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავგეგმოთ და მივიღოთ მონაწილეობა გამოყენებული პროგრამული ხელსაწყოების განვითარებაში.
ჩვენი სერვისები მოიცავს შემდეგს:
სერვისების ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე. სტანდარტული ფასები არ არსებობს.
ზოგიერთი ჩვენი ნამუშევრის ნახვა შეგიძლიათ აქ.
ვებ აპლიკაციების შექმნაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
მობილური აპლიკაციების შექმნაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მესიჯი.
ან დაგვირეკოთ.