მობილური აპლიკაციის შექმნა

კროს-პლატფორმული მობილური აპლიკაციების შექმნა React Expo პლატფორმაზე. React-ზე პროგრამირება უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე Java-ზე და ის საშუალებას გვაძლევს დავწეროთ ერთი კოდი, რომელიც მუშაობს როგორც iOS, ასევე Android სისტემებზე. ამის შედეგად მობილური აპლიკაციის შექმნა გაცილებით ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს.

მობილური აპლიკაციის შექმნა

  • კროს-პლატფორმული აპლიკაცია React Expo-ზე
  • Google Play და App Store-ზე გამოქვეყნება
  • ყველა ზომის ეკრანზე მორგებული დიზაინი
  • რეკლამა
  • სახელისა და დომენის შერჩევა
  • ბრენდინგი და ლოგოს დიზაინი
  • არსებულ ვებსაიტთან ინტეგრირება ან ახლის შექმნა

ჩვენი გამოცდილება მობილური აპლიკაციების შექმნაში არც ისე დიდია, ჯავასკრიპტში - პირიქით. ეს უკანასკნელი კი რეაქტის საფუძველს წარმოადგენს.

React Expo (expo.dev) მეტას შექმნილი და მხარდაჭერილი პლატფორმაა. აპლიკაცია იწერება ჯავასკრიპტში, რეაქტის ბიბლიოთეკის დახმარებით. ქსპოს ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს კოდი დაკომპილირდეს როგორც IOS, ისე Android პლატფორმებისთვის გასაგებ კოდად. კომპილაციის გარდა, ექსპოს მრავალი მოსახერხებელი ინსტრუმენტი აქვს, რომელიც გვეხმარება მარტივად გამოვაქვეყნოთ და განვაახლოთ აპლიკაციები App Store და Google Play-ზე. ეს ძალიან მოსახერხებელია რაკი ორივე აპლიკაციების მაღაზიას ბევრი თავისებურება აქვს რაც დეველოპერმა უნდა გაითვალისწინოს, ექსპოს პლატფორმას კი ეს თავისებურებები მინიმუმამდე დაჰყავს.

რეაქტის კიდევ ერთი უპირატესობაა მომხმარებლების დიდი ბაზა და უამრავი ბიბლიოთეკა სხვადასხვა მიზნებისთვის: აუტენთიფიკაცია, დიალოგები, დატა და სთეთ-მენეჯმენტ სისტემები, სასერვერო კომპონენტები და უამრავი სხვა.

რეაქტ ექსპო მნიშვნელოვნად ამცირებს სამუშაო ხარჯებს და შესაბამისად აპლიკაციის შექმნის ფასს. ჯავასკრიპტის დეველოპერის საქმე გაცილებით იაფიანია ვიდრე მაგალითად ჯავას დეველოპერის, რომელსაც ორი კოდის დაწერა დასჭირდებოდა რომ აპლიკაციას IOS-ზეც ემუშავა და Android-ზეც. ეს ფაქტორები ასევე ამცირებს აპლიკაციის ტესტინგის, მხარდაჭერის და განახლებების ხარჯებს.

სადემონსტრაციოდ, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ მიერ დამზადებული "Forter Driver" აპლიკაცია iOS-ზე. Google Play ვერსია დროებით ხელმიუწვდომელია; მას მალე განვაახლებთ და ხელმისაწვდომი გახდება.

ჩვენი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ.
ვებ აპლიკაციების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

შეგიძლიათ მოგვწეროთ მესიჯი.
ან დაგვირეკოთ.

ჩვენ გამართულად ვსაუბრობთ ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე.

ჩვენი ინსტრუმენტები

Apache
Apache

Maria DB
Maria DB

JavaScript
JavaScript

Vue
Vue

Laravel
Laravel

Sass
Sass

Postman
Postman

MySQL
MySQL

Bootstrap
Bootstrap

Tailwind CSS
Tailwind CSS

Alpine Js
Alpine Js

Github
Github

React Native
React Native

PHP
PHP
გაინტერესებთ სერვისი? დაგვიკავშირდით.